Aa Aa
25 ოქტომბერი 2020  |  22:37

გაუგებრობა ქართველებს შორის - ოქრიაშვილი და ქეცბაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დღეს კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ანორთოსისმა" "აპოელი" 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მეორე გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, მაგრამ მთავარი ამ შეხვედრაში ეს არ ყოფილა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ ქართველმა მწვრთნელმა თორნიკე ოქრიაშვილს გარკვეული სახის შენიშვნა მისცა, რამაც თორნიკე ძალიან გააღიზიანა და ის ქეცბაიას მწვავედ შეეპასუხა.

რა თქმა უნდა, ამაზე არც თემური გაჩერებულა და მისკენ გაიწია. სიტუაციის განმხუხტვას კიდევ ერთი ქართველი ბუბა დაუშვილი ცდილობდა, რომელიც ქეცბაიას აქტიურად ამშვიდებდა.

 

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და რა გაგრძელება მოჰყვება, მაგრამ ფაქტი ერთია - თემურ ქეცბაიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა ურთიერთობა დაძაბეს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და ისინი ჩვეულ რიტმში გააგრძელებენ ერთად მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისი" 16 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. გათამაშებას კი 19 ქულით "აპოლონი" ლიდერობს. მომდევნო მატჩს "ანორთოსისი"  28 ოქტომბერს სტუმრად "აჩნასის" წინააღმდეგ გამართავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში