Aa
Aa

"მას შეუძლია ბევრად უკეთესი გახდეს" - იურგენ კლოპი ჟოტაზე საუბრობს

პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში "ლივერპულმა" "შეფილდს" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან გამარჯვების გოლი ახალწვეულმა დიოგო ჟოტამ გაიტანა და გუნდს სამი ქულა მოაპოვებინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ იურგენ კლოპმა პორტუგალიელ ფეხბურთელზე ისაუბრა.

"ჟოტამ შესანიშნავი გოლი გაიტანა. ის მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ დიოგოს შეუძლია ბევრად უკეთესი იყოს და მე ეს ძალიან მახარებს.

პორტუგალიელი ადაპტაციის გავლის პერიოდშია. "ვულვზში" მას სხვა მოვალეობები ჰქონდა, "ლივერპულში" კი განსხვავებული ვალდებულებები აქვს, მაგრამ რასაც ის "მგლებში" აკეთებდა გარკვეულწილად ჩვენთვის მისაღებია.

მოხარული ვარ გითხრათ, რომ ჟოტას უდიდესი და ნათელი მომავალი აქვს. თანაც ის მხოლოდ 23 წლის არის. მისი შესაძლებლობები აუცილებლად დაგვჭირდება.

დიოგო კარგი ფეხბურთელია და სწორედ ამიტომ შევიძინეთ. მას აქვს კარგი სისწრაფე, გამძლეობა და მეორე სართულზე კარგად იბრძვის. ეს ყველაფერი "ლივერპულს" ძალიან გამოადგება." - განაცხადა კლოპმა 

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა "მერსისაიდელთა" მაისურით 7 შეხვედრა გამართა და 2 გოლი გაიტანა. უკანასკნელი კი, როგორც უკვე მოგახსენეთ "შეფილდს" გაუტანა და "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა.

მომდევნო მატჩს კლოპის გუნდი პრემიერ ლიგაში 31 ოქტომბერს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები