Aa Aa
24 ოქტომბერი 2020  |  20:42

"გოლებს პენალტის გარეშეც გავიტანდით" - ზიდანის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა მიმდინარე სეზონის პირველი "ელ კლასიკო." მადრიდის "რეალმა" სტუმრად "ბარსელონა" 3:1 დაამარცხა და სამი ქულა მოიპოვა. მატჩის შემდეგ მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა.

"მსაჯი თამაშს ყველაზე კარგად ხედავს და გადაწყვეტილებებს ისე იღებს. არ მიყვარს მათზე საუბარი. ვფიქრობ, რომ პენალტის გარეშეც გავიტანდით გოლებს და ამ თამაშს მოვიგებდით. ჩვენ ეს დავიმსახურეთ.

ყველამ კარგად იცის რას წარმოადგენს რამოსი. მისი მოედანზე ყოფნა ყოველთვის მნიშვნელოვანი და პოზიტიურია. ვისურვებდი, რომ ის მოედანზე ყოველთვის იყოს. მნიშვნელოვანი იყო, რომ მას ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდა და 100 პროცენტით დაიხარჯა.

გამარჯვება გუნდური სულისკვეთებით მოვიპოვეთ. ჩემმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგეს სუსტი წერტილები უპოვეს და სწორედ ეს გამოიყენეს. ამით მათ დაამტკიცეს, რომ ძალზედ კომპაქტურები და ჭკვიანები არიან.

რაც ჩვენ ბოლო ორ თამაშში დაგვემართა, ნებისმიერ გუნდს შეიძლება მოუვიდეს. ვიმეორებ, ახლა მნიშვნელოვანი დღევანდელი გამარჯვებაა. "რეალმა" წინა "კლასიკოზე" უკეთესად ითამაშა და ეს დღევანდელ შედეგზეც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ წინაც მოვიგეთ, ახლა უფრო კმაყოფილი ვარ. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, რომ ბედნიერები ვიყოთ.

ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. მოდრიჩმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და მთლიანად გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. უნდა დატკბეთ იმით, რასაც "რეალის" ნახევარმცველები აკეთებდნენ." - განაცხადა ზიდანმა

შეგახსენებთ, რომ  "რეალში" დანიშვნის შემდეგ ზინედინ ზიდანმა "ნოუ კამპზე" ჩატარებულ 6 "ელ კლასიკოში" 3 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო 3-ჯერ კი ფრეს დასჯერდა.

ამ მომენტში "ბლანკოსი" 13 ქულით ლა ლიგას ლიდერობს. "ბარსელონა" კი 7 ქულით მე-10 პოზიციაზეა, მაგრამ მათ 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მომავალ შეხვედრას ზიდანის შეგირდები ლა ლიგაში 31 ოქტომბერს "უესკას" წინააღმდეგ გამართავენ. კატალონიელები კი ასევე 31-ში "ალავესს" ეწვევიან.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში