Aa
Aa

ელ კლასიკოს ხუან მარტინეს მუნუერა განსჯის

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2020-21 წლების სეზონის პირველი „ელ კლასიკოს“ სამსაჯო ბრიგადა დაასახელა.

შეხვედრის მთავარი არბიტრი იქნება ხუან მარტინეს მუნუერა, რომელიც „ბარსასა“ და „რეალის“ დიდ დაპირისპირებას კარიერაში პირველად გაუძღვება. VAR-ის ჯიხურში გადაწყვეტილებებს კი ხოსე სანჩესი მიიღებს.

მუნუერამ აქამდე „რეალის“ მონაწილეობით გამართული 24 შეხვედრა განსაჯა - „სამეფო კლუბმა“ 15 მათგანი მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 4-ჯერ დამარცხდა.

რაც შეეხება „ბარსელონას“ თამაშებს, 38 წლის რეფერი მათ 21-ჯერ გაუძღვა - „ბლაუგრანამ“ 15-ჯერ გაიმარჯვა, 3-3-ჯერ კი ფრედ ითამაშა და წააგო.

„ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი 24 ოქტომბერს, „ნოუ კამპზე“, თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები