Aa
Aa

„ის დღესდღეობით საუკეთესოა და მისი შეცვლა გამიჭირდება" - ფაბინიო ვან დეიკზე

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა, ფაბინიომ ვირჯილ ვან დეიკის შესახებ ისაუბრა. 27 წლის ბრაზილიელმა ინტერვიუ Mirror-ს მისცა და განაცხადა, რომ ნიდერლანდელის ტრავმის გამო გაჩენილი სიცარიელის შევსება უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს.

„ყველამ კარგად იცის, რომ ვირჯილი არ ვარ. ვან დეიკი დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესო მცველია. როცა გავიგე, რომ ვირჯილი ტრავმის გამო დიდხანს იუქმებდა, შოკში ჩავვარდი. გარდა იმისა, რომ იგი თავის პოზიციაზე ამჟამად ნომერ პირველია, ვან დეიკი გუნდის ლიდერიც გახლავთ.

ის კარგ ატმოსფეროსა და ხასიათს ქმნის და ეს ძალიან დაგვაკლდება. ჩემი მოვალეობაა გავაკეთო იმის მცირედი, რასაც ვირჯილი აკეთებდა. გუნდის ორგანიზება საკუთარ თავზე უნდა ავიღო, თანაგუნდელებს ველაპარაკო და ვეცადო ლიდერი ვიყო.

ტაქტიკური გადმოსახედიდან, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობისას გრძელი პასებისთვის და პრესინგისთვის მზად უნდა ვიყო. წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ და აიაქსთან კარის მშრალად შენახვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ“.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელმა მცველმა დაზიანება „ევერტონთან" მატჩის საწყის წუთებში მიიღო. „კანფეტების“ მეკარემ, ჯორდან პიკფორდმა ვირჯილის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და როგორც გაირკვა, ვან დეიკმა მუხლის წინა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები