ლობჯანიძე ბრწყინვალე ფორმაშია - 7 გოლი 12 შეხვედრაში
Aa
Aa

ლობჯანიძე ბრწყინვალე ფორმაშია - 7 გოლი 12 შეხვედრაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე ბრწყინვალე ფორმაშია. სანაკრებო პაუზის შემდეგ 28 წლის თავდამსხმელმა ყაზახეთის პრემიერ ლიგის 2 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბოლო ორ მატჩში ''კაისარმა'' 4 გოლი შეაგდო და ლობჯანიძემ ყველა გოლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

ამჯერად, მე-14 ტურში ''კაისარმა'' შინ ყარაგანდის ''შახტიორი'' 2:0 დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 38-ე წუთზე მისი საგოლე გადაცემით ანგარიში გაიხსნა.

ლობჯანიძის საგოლე პასი

''კაისარმა'' მეორე გოლი 55-ე წუთზე შეაგდო, ელგუჯა ლობჯანიძემ მიმდინარე სეზონის ყაზახეთის პრემიერ ლიგაში მე-7 გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ლობჯანიძის გოლი

ამ ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონატში ''კაისარი'' 20 ქულით მე-5 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.

ლობჯანიძე ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ორ კონკურენტს ჩამორჩება, რომელთა ანგარიშზე 8-8 გოლია. ქართველმა 7 გოლის გატანა 12 მატჩში მოახერხა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელთა შორის საკუთარ ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირის პრიზის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი ლობჯანიძეს აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები