Aa
Aa

პსჟ ტუხელის გაშვებას აპირებს და მის შემცვლელად ალეგრის მოიაზრებს

რამდენიმე წამყვანი ევროპული გამოცემის ცნობით, მასიმილიანო ალეგრის პსჟ-ში დანიშვნის საკითხი აქტიურად განიხილება.

Gazzetta dello Sport-ისა და le10sport-ის მიხედვით, პარიზულ გრანდში ტომას ტუხელის დათხოვნაზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ, ალეგრი კი მთავარ კანდიდატურად მოიაზრება.

გერმანელი მწვრთნელის სავარძელი განსაკუთრებით „მანჩესტერთან“ მარცხის შემდეგ შეირყა და სრულიად ფრანგული პრესა ფიქრობს, რომ „პარკ დე პრენსზე“ ტუხელისთვის ეს ბოლო სეზონი იქნება.

მასიმილიანო ალეგრი 2019 წლის მაისიდან სამსახურის გარეშეა და ახალ გამოწვევას ელოდება. მას პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბთან აკავშირებდნენ, მაგრამ გარიგება არც ერთი მიმართულებით არ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები