Aa
Aa

"მესი უფრო გუნდური მოთამაშეა, ვიდრე რონალდუ"...

ესპანური "სევილიას" ფრანგ მცველს, ადილ რამის, ჟურნალისტებმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარება თხოვეს. 

"მე მითამაშია მესის, რონალდუსა და გრიზმანის წინააღმდეგ და ვთვლი, რომ დღესდღეობით ეს 3 ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოა".

"ასევე ხშირად მესმის კითხვა - მესი თუ რონალდუ? ორივე საოცარი მოთამაშეა, თუმცა მესი... მესია"! 

"ჩემი აზრით, გუნდური თამაშისას არგენტინელი უკეთესია, ვიდრე პორტუგალიელი. აი სწორედ ის მიზეზი, რის გამოც, შეგვიძლია მას უკეთესი ვუწოდოთ". - განაცხადა რამიმ. 

30 წლის ტანმაღალი მცველი ესპანეთის ჩემპიონატში 2015 წლის ზაფხულიდან თამაშობს. 

 

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები