Aa
Aa

ბრუნო ალვეშს კორონავირუსი დაუდგინდა

ვეტერან პორტუგალიელ ფეხბურთელ ბრუნო ალვეშს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ოფიციალურად „პარმას“ საიტმა გამოაცხადა.

„კროჩიატის“ რიგებში ამჟამად Covid-19-ის 7 დადასტურებული შემთხვევაა, ერთ-ერთი ინფიცირებული კი სწორედ 38 წლის პირენეელი უკანახაზელია.

მისმა აგენტმა, ოსკარ დამიანიმ პრესასთან აღნიშნა, რომ ბრუნოს სიმპტომები არ აქვს, ის თვითიზოლაციაშია და საქმეს სრული სერიოზულობით ეკიდება, რაც ყველა წესის დაცვაში გამოიხატება.

ბრუნო ალვეში „პარმას“ შემადგენლობაში 2018 წლიდან თამაშობს. მისი გუნდი სერია A-ს ამჟამინდელ სატურნირო ცხრილში 3 ქულით მე-18 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები