Aa
Aa

ისტორიული საღამო - მესიმ და ფატიმ რეკორდები დაამყარეს

ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ფერენცვაროშთან“ ერთი გოლი გაიტანა და მორიგი გამორჩეული მაჩვენებელი დააფიქსირა.

„ლა პულგა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში მხოლოდ მე-2 ფეხბურთელია, რომელმაც გოლის გატანა 16 სეზონში მოახერხა. იგი რაიან გიგზის შედეგს გაუთანაბრდა.

მეორე მხრივ, მესი ისტორიაში პირველია, ვინც ლიგის ზედიზედ 16 სეზონში გაიტანა. გიგზს ერთ-ერთ სეზონში თავი არ გამოუჩენია. ლეომ „ფერენცვაროშის“ კარი პენალტით აიღო, მატჩის ბოლოს კი დემბელეს საგოლე გადაცემაც გაუკეთა.

გამორჩეული საღამო ჰქონდა ანსუ ფატისაც. იგი ევროპული ტურნირების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 18 წლის ასაკამდე ნებისმიერ ევროტურნირზე ერთზე მეტი გოლი გაიტანა.

„ბარსელონამ“ „ფერენცვაროში“ 5:1 დაამარცხა და ჯგუფს „იუვენტუსთან“ ერთად ლიდერობს. კატალონიელები შემდეგ მატჩს 27 ოქტომბერს, სტუმრად სწორედ „იუვეს“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები