Aa
Aa

მილანს ჩალჰანოღლუ გამოაკლდა - თურქი დაახლოებით 10 დღეს იუქმებს

იტალიის სერია A-ს მოულოდნელი ლიდერი, „მილანი“ უახლოეს მატჩებში თავისი ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველის, ჰაქან ჩალჰანოღლუს გარეშე დარჩა.

26 წლის თურქმა „ინტერთან“ გამართულ დერბიში ტერფის დაზიანება მიიღო და ამჟამად სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა უწევს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ჩალჰანოღლუს ტრავმის სრულად მოსაშუშებლად დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. ეს კი ნიშნავს, რომ იგი „როსონერის“ სულ მცირე 3-4 შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

გამოცემა ვარაუდობს, რომ თურქი შუახაზელი მოედანს 5-დან 10 ნოემბრამდე დაუბრუნდება, რა დროსაც სანაკრებო პაუზის ჯერი მოდის. შესაბამისად, ჩალჰანოღლუ „შავ-წითლებს“ ხვალ გასამართ „სელტიკთან“ მატჩისას, ასევე „რომასთან“, პრაღის „სპარტასთან“ და „უდინეზესთან“ გამოაკლდება.

ჰაქან ჩალჰანოღლუმ მიმდინარე სერია A-ს ოთხივე შეხვედრაში ითამაშა, მისმა გუნდმა კი ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა და ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები