კლოპი: „დორტმუნდი“ კვლავ გადარჩენისთვის იბრძვის
Aa
Aa

კლოპი: „დორტმუნდი“ კვლავ გადარჩენისთვის იბრძვის

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, ბუნდესლიგის 26-ე ტურში სტუმრად "ჰანოვერის" წინააღმდეგ გამართულ მატჩს გამოეხმაურა.

 "კვლავ გადარჩენისათვის ვიბრძვით. თუმცა, ამ გამარჯვების შემდეგ, სახლში შედარებით დამშვიდებულნი წავალთ. ახლა, მოვშორდით "ჭაობს" და გასავარდნი ზონისგან რვა ქულის მოშორებით ვიმყოფებით", - განაცხადა კლოპმა.

 შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, "დორტმუნდი“ HDI „ჰანოვერს“ ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 3-2 დაამარცხა. "ბორუსიამ" მშვენიერი მეორე ტაიმი ჩაატარა, თუმცა ბოლო წუთებზე ბურთი გაუშვა და საკუთარი გულშემატკივარი მაინც აანერვიულა.

26 ტურის შემდეგ, დორტმუნდელთა აქტივში 33 ქულაა, რომლის ხარჯზეც "ბორუსია" ცხრილში მეათე პოზიციას იკავებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები