პერუელი ფეხბურთელი სახელად ოსამა ვინლადენი - მის ძმას სადამ ჰუსეინი ჰქვია
Aa
Aa

პერუელი ფეხბურთელი სახელად ოსამა ვინლადენი - მის ძმას სადამ ჰუსეინი ჰქვია

ოსამა ვინლადენ ხიმენეს ლოპესი პერუელი ფეხბურთელია და დროდადრო საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში ექცევა. ამ კვირაში 18 წლის მოთამაშე „უნიონ კომერსიოში“ გადავიდა და სოციალურ ქსელებში მისი სახელი აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა.

ვინლადენმა პრესის წარმომადგენლებთან პირველად 2017 წელს ისაუბრა: „ჩემი მეგობრები სახელის გამო ხშირად დამცინიან, მაგრამ ყველაფერს უპრობლემოდ ვიღებ. თავდაპირველად თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი, მაგრამ შემდეგ ყველაფერს შევეგუე“.

ხიმენეს ლოპესმა ამჯერად ინტერვიუ Cadena Ser-ს მისცა და განაცხადა: „ჩემს ძმას სადამ ჰუსეინი ჰქვია და მამაჩემს უნდოდა მესამე შვილისთვის ჯორჯ ბუში დაერქმია, მაგრამ გოგო შეეძინა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ადრე სახელის შეცვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ოსამა ბინ ლადენის სახელი ძალიან პოპულარული იყო და როგორც მახსოვს, მამაჩემს მის მიმართ სიმპათიები ჰქონდა".

ვინლადენს შვილი ჰყავს, მაგრამ მამის გზას არ გაუყვა და მას სახელად სანტიაგო დაარქვა. ცნობისთვის, 2017 წელს ვინლადენი პერუს 15-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და პირველად საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სწორედ მაშინ მიიპყრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები