პაოლო დიბალა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს!
Aa
Aa

პაოლო დიბალა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს!

"Il Messaggero"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელ თავდამსხმელ პაოლო დიბალას, მის ამჯამინდელ კლუბთან კონტრაქტის განანგრძლივება აღარ სურს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტურინულ კლუბში ახალგაზრდა არგენტინელის თამაშით აღფრთოვანებულნი არიან. თუმცა როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, თავად პაოლოს ოცნება, მადრიდის "რეალის" მაისურით ასპარეზობაა. დიბალა შემოთავაზებას სწორედ "სამეფო გუნდისგან" ელოდება და "იუვენტუსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

გასულ ზაფხულს, ესპანურ პრესაში არაერთხელ გაჯღერებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "სამეფო გუნდის" პრეზიდენტ, ფლორენტინო პერესს დიბალას შეძენა სურდა. როგორც "AS" იუწყებოდა, "რეალის" სამწვრთნელო შტაბში, "იუვენტუსის" თავდამსხმელს ახალ ლიონელ მესისაც კი უწოდებდნენ. ასე, რომ მადრიდელთა მხრიდან კონკრეტულ შემოთავაზებას, "იუვენტუსის" ხელმღვანელები მართლაც უნდა ელოდონ.

შეგახსენებთ, რომ დიბალას ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები