Aa
Aa

Daily Mail - ევერტონისა და ლივერპულის მატჩის ვიდეორეფერის წესები დაავიწყდა

Daily Mail სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იუწყება, რომ „ლივერპულისა“ და „ევერტონის“ ვიდეორეფერის წესები დაავიწყდა და ჯორდან პიკფორდისა და ვირჯილ ვან დეიკის ეპიზოდი არ გადაუმოწმებია.

„წითლების“ ლიდერმა „კანფეტების“ გოლკიპერთან შეჯახების შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვეს იუქმებს. „ლივერის“ გულშემატკივრების აზრით, პიკფორდი მოედნიდან უნდა გაეძევებინათ, თუმცა VAR-მა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

Daily Mail-ის ცნობით, რეალურად VAR-ს „კანფეტების“ მეკარის უხეშობაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. მერსისაიდულ დერბიში ვიდეორეფერი დავიდ კუტი გახლდათ და ამ უკანასკნელს ეგონა, რომ თამაშგარე მდგომარეობის გამო მნიშვნელობა არ ჰქონდა პიკფორდსა და ვან დეიკს შორის რა მოხდა.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, „ლივერპულის“ ხელმძღვანელები ორგანიზაციისგან, რომელიც პრემიერ ლიგის მატჩებში მსაჯების დანიშვნაზეა ორიენტირებული, ახსნა-განმარტებას ითხოვენ. „წითლების“ მესვეურთა აზრით, დავიდ კუტი თამაშგარეს შემოწმებით ისე გაერთო, რომ პიკფორდის უხეშობა უყურადღებოდ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პიკფორდთან შეჯახების შემდეგ, ვირჯილ ვან დეიკმა მუხლის წინა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა. გუშინ, იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ ნიდერლანდელი დიდხანს იუქმებს და მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები