კაპიტნისა და ახალწვეულის გარეშე - მანჩესტერი პარიზში გაემგზავრა
Aa
Aa

კაპიტნისა და ახალწვეულის გარეშე - მანჩესტერი პარიზში გაემგზავრა

Manchester Evening News იუწყება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში პსჟ-ს ჰარი მაგუაირისა და ედინსონ კავანის გარეშე დაუპირისპირდება.

„წითელი ეშმაკები“ პარიზში დღეს გაფრინდნენ და ზემოთ ხსენებული ფეხბურთელები აეროპორტში არ მისულან. გუშინ, კავანიმ „მანჩესტერის“ რიგებში პირველი ვარჯიში გამართა, თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ წერენ, რომ ურუგვაელი „პარი სენ-ჟერმენთან“ არ იქნება და ვარჯიშს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გააგრძელებს.

„იუნაიტედის“ კაპიტანს რაც შეეხება, მაგუაირი ფრანგული გრანდის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არაა. ინგლისელ უკანახაზელს მიკროტრავმა აწუხებს და „ნიუკასლთანაც“ არ უნდა ეასპარეზა, მაგრამ მოედანზე მაინც ვიხილეთ.

Manchester Evening News ასევე გვამცნობს, რომ პარიზში მეისონ გრინვუდიც ვერ ითამაშებს, რომელსაც ტრავმა აქვს. მის ნაცვლად განაცხადში „ოლდ ტრაფორდელების“ 18 წლის ახალწვეული, ფაკუნდო პელისტრი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „მანჩესტერის“ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:00-ზე გაიმართება. „იუნაიტედის“ მსგავსად საკადრო პრობლემები „პარი სენ-ჟერმენსაც“ აქვს და გახსნით შეხვედრაში რამდენიმე ლიდერი დააკლდება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები