საზარელი მკვლელობა - UFC-ის მებრძლომა ტერორისტს გმირი უწოდა
Aa
Aa

საზარელი მკვლელობა - UFC-ის მებრძლომა ტერორისტს გმირი უწოდა

საფრანგეთში 16 ოქტომბერს საზარელი მკვლელობა მოხდა. 18 წლის ჩეჩენი აბდულახ ანზოროვი დანით შეიარაღებული,კონფლან სენტ-ონორინის კომუნაში სკოლის მასწავლებელს ქუჩაში დანით დაესხა და მას თავი მოჰკვეთა. თავდასხმის შემდეგ შეიარაღებულ მამაკაცს პოლიცია დაედევნა და ცეცხლი გაუხსნა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

გავრცელებული ინფორმაციით სკოლის მასწავლებელი, რომელიც პარიზთან ახლოს მოკლეს, მოსწავლეებს მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა.

მომხდარ ინციდენტს UFC-ის მებრძოლი ზელიმ იმადაევი გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში მან ანზოროვის სურათი გამოაქვეყნა და მკვლელს გმირი უწოდა.

ასევე MMA-ის მებრძოლმა ალბერტ დურაევმა მომხდარ ფაქტს სტატუსი მიუძღვნა : „საფრანგეთში სიტყვის თავისუფლებამ თავისი მნიშვნელობა დაკარგა“

აღსანიშნავია,რომ ორივე სპორტსმენმა თავიანთი პოსტები მალეე წაშალეს,მაგრამ მსოფლიო მედიას ეს ფაქტი არ გამორჩენია.

დიდი ალბათობით ორივე მებრძოლი დისკვალიფიცირებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები