სტარიჯი
Aa
Aa

სტარიჯი "ლივერპულს" ტოვებს

"ლივერპულის" 27 წლის თავდამსხმელ დანიელ სტარიჯს, მოახლოებულ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბის გამოცვლა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას "Mirror" ავრცელებს.

იურგენ კლოპის მისვლის შემდეგ, ფეხბურთელს სათამაშო დრო იშვიათად ეძლევა. სტარიჯს კი, სათადარიგოთა შორის ყოფნა ნამდვილად არ ხიბლავს და მისი გადაწყვეტილებაც, სწორედ აღნიშნული ფაქტის გამო არის განპირობებული.

ამ მომენტისთვის, სტარიჯის დამატების სურველს ისეთი კლუბები გამოთქვავენ, როგორებიც "ვესტ ჰემი" და "სტოკ სიტი" არიან. ხოლო ფეხბურთელის ანაზღაურება კვირაში 120 000 გირვანქას შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები