''მჯერა საუკეთესო თვისებებს გამოავლენს'' - ნილსონს ხარაიშვილის ეიმედება
Aa
Aa

''მჯერა საუკეთესო თვისებებს გამოავლენს'' - ნილსონს ხარაიშვილის ეიმედება

შვედურ ''გიოტებორგს'' ქართველი შემტევი გიორგი ხარაიშვილი დაუბრუნდა, რომელმაც 13 სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა. აიკ-მა ''გიოტებორგი'' 2:0 დაამარცხა. ხარაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად იასპარეზა.

მატჩამდე ''გიოტებორგის'' მთავარმა მწვრთნელმა, როლანდ ნილსონმა შვედურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ხარაიშვილის დიდი იმედი მაქვს. გამოცდილ სპეციალისტს სჯერა, რომ სეზონის დარჩენილ შეხვედრებში ხარაიშვილი ფორმაში შევა და საუკეთესო თვისებებს გამოავლენს.

ხარაიშვილთან ერთად ''გიოტებორგს'' კიდევ ერთი ლიდერი რობინ სოიდერი დაუბრუნდა. მწვრთნელმა მათ შესახებ ისაუბრა.

როლანდ ნილსონი: ''სეზონის დარჩენილ შეხვედრებში მათი როლი ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მე მათი მჯერა, რომ დარჩენილ შეხვედრებში საუკეთესო თვისებებს გამოავლენენ''.

აიკ-თან მატჩში Sofascore-მა ხარაიშვილს 6,9 დაუწერა. ''გიოტებორგში'' საუკეთესო მეკარე იანის ანესტისი იყო, მისმა პროდუქტიულობის მაჩვენებელმა 7,6-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, ტრავმის გამო გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატის მატჩების გარდა ევროპა ლიგაზე ''კოპენჰაგენთან'' უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გამოტოვა.

გასულ თვეში ''გიოტებორგის'' მთავარ მწვრთნელად სკანდინავიაში ძალიან ცნობილი სპეციალისტი როლანდ ნილსონი დაინიშნა, რომელიც წარსულში ''ქოვენთრი სიტის'', ''მალმიოს'', ''კოპენჰაგენსა'' და შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა.

''გიოტებორგმა'' 24 მატჩში 24 ქულა მოაგროვა და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა. ხარაიშვილის გუნდი გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

ხარაიშვილმა ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში არაერთი შეხვედრა გამოტოვა. 24 წლის ნახევარმცველმა შვედეთის ჩემპიონატის მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი შეაგდო.

''გიოტებორგი'' შემდეგ მატჩს 25 ოქტომბერს სტუმრად ჩემპიონატის ლიდერ ''მალმიოსთან'' გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები