Aa
Aa

„განსხვავებული ფეხბურთელები არიან და ორივე ძალიან ძლიერია“ - ლუჩესკუ რონალდუსა და მესიზე

ლეგენდარულმა რუმინელმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. 75 წლის სპეციალისტმა მათ სათამაშო მანერაზე დააფიქსირა აზრი.

„მესი ტანმორჩილი ფეხბურთელია, რომელიც მოედნის უმცირეს მონაკვეთზეც განსაკუთრებულია, რადგან აქვს ბრწყინვალე აჩქარება, დრიბლინგი და თავდაჯერებულობა.

რონალდუ კი განსხვავებული მოთამაშეა, მას ბევრი გოლის გატანა უყვარს და უფრო მეტი სივრცე სჭირდება. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მას თანაგუნდელებიც დაეხმარონ. მაშინ როცა, მესის ძალიან ბევრი რამის გაკეთება მარტოს შეუძლია. რონალდუ მუშაობს საჯარიმო მოედნის ტერიტორიაზე 20 მეტრის რადიუსითაც, მაგრამ ის ცდილობს, სხვის მიერ შექმნილი სივრცე გამოიყენოს და ასეთ დროს კარშიც ხშირად ურტყამს. სულ ესაა, ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან და ორივე ძალიან ძლიერია“.

მირჩა ლუჩესკუს კარიერის განმავლობაში არაერთ ევროპულ კლუბში უმუშავია. ამჟამად კიევის „დინამოს“ წვრთნის და გუნდს „იუვენტუსთან“ სათამაშოდ ამზადებს. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კიეველები ტურინელებს სამშაბათს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები