Aa
Aa

რივალდო :„ისკოს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, მისთვის ხამესი კარგი მაგალითია"

რივალდომ მადრიდის „რეალის“ შემტევ ისკოს შესახებ ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ისკოსთვის კარგი იქნება, თუკი ხამეს როდრიგესივით მოიქცევა და „ბლანკოსს“ დატოვებს.

„ისკოს მადრიდულ კლუბთან ერთად შესანიშნავი პერიოდი ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, ახლა სხვა ვითარებაა. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მისთვის ხამეს როდრიგესის მაგალითი ნიშანდობლივი უნდა იყოს. ვხედავთ, კოლუმბიელი ინგლისში როგორ წარმატებულად თამაშობს.

მას ახალ კლუბში მეორე სუნთქვა გაეხსნა და ისკომაც, შესაძლოა, ახლო მომავალში ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღოს. მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რათა ფორმა დაიბრუნოს და საუკეთესო თვისებები ისევ გამოავლინოს“.

ისკო „სამეფო კლუბს“ 2013 წელს, „მალაგადან“ შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის თეთრი მაისური 311 შეხვედრაში მოირგო, ანგარიშზე კი 51 გოლი და 54 საგოლე პასი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები