Aa
Aa

"რთულია დაჯერება, მაგრამ ეს რეალობაა" - მოურინიოს მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა შეხვედრა "ტოტენჰემსა" და "ვესტ ჰემს" შორის. მატჩი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. ანგარიში ბოლო წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა მანუელ ლანზინიმ ულამაზესი გოლით გაათანაბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "დეზების" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა.

"რთულია დაიჯერო, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენ დავკარგეთ 2 ქულა. გამარჯვება თითქმის განაღდებული გვქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ხანდახან ფეხბურთი რთული ასახსნელია, ხანდახან კი ადვილი. ჩემ გუნდს მეორე სართულზე ორთაბრძოლა უჭირდა. ბოლო წუთზე კი დაუჯერებელი გოლი გავუშვით.

მეორე ტაიმში გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ არ გამოგვივიდა. ჩვენ მათზე ბევრად კარგი შანსები გვქონდა. ჰარი კეინმა ბურთი ძელს მოარტყა, ხოლო გარეთ ბეილს მიზნის მიღწევამდე სულ ცოტა დააკლდა. ეს პრემიერ ლიგაა, აქ ასეთი რაღაცები ხშირად ხდება და ყველა გუნდი ძლიერია. სამწუხაროდ მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ.

საკუთარ სტადიონზე 3 მატჩი ჩავატარეთ და ორი ფრედ დასრულდა. ამით მე ბედნიერი ვერ ვიქნები. საბოლოო ჯამში ჩემთვის დაუჯერებელია ითამაშო ასე კარგად, გაიტანო ამდენი გოლი და მაინც ვერ გაიმარჯვო.

ფეხბურთელებისთვის არაფერი მითქვამს. არ მიყვარს მათთან მატჩის შემდეგ ლაპარაკი. მირჩევნია ისინი სახლში წავიდნენ და მეორე დღეს დამშვიდებულ გონებაზე ვესაუბრო." - განაცხადა მოურინიომ

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა. პირველ ნახევარში "დეზებმა" 3 უპასუხო გოლი გაიტანეს, ხოლო მეორე ტაიმში დევიდ მოიესის შეგირდებმა უკანასკნელ 10 წუთში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

მასპინძელთა მხრიდან გოლები ჰარი კეინმა(2) და სონმა გაიტანეს. "ჩაქუჩებიდან" კი თავი ლანზინიმ და ბალბუენამ გამოიჩინეს. ერთი გოლი კი საკუთარ კარში დევინსონ სანჩესმა გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები