Aa
Aa

"არ ვიცოდით თუ მას კარში დარტყმა შეეძლო" - ფერნანდეში ვან-ბისაკაზე

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნიუკასლს" ეწვია და 1:4 დაამარცხა. მატჩში მესამე გოლი "წითელი ეშმაკების" მარჯვენა მცველმა ვან-ბისაკამ ყუმბარისებული დარტყმით გაიტანა. ამასთან დაკავშირებით ბრუნო ფერნანდეშმა კლუბის ტელევიზიასთან ისაუბრა და ხუმრობით განაცხადა, რომ კლუბში არ იცოდნენ თუ ბისაკას კარში დარტყმა შეეძლო.

"ჩვენ ახლა ბედნიერები ვართ, რადგან არ ვიცოდით თუ ვან-ბისაკას კარში დარტყმა შეეძლო. რთული დასაჯარებელია, რომ მან გაიტანა. ის კარში არასდროს ურტყამდა.

ამ საკითხზე გასახდელში ყოველთვის ვსაუბრობდით. ინგლისელი მუდამ ჩაწოდებაზე ფიქრობს, მაგრამ მან დაამტკიცა, რომ გოლის გატანაც შეუძლია.

აარონმა გოლი დაიმსახურა. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით რომ ბურთი კარისკენ გაეგზავნა და ხშირად ყოფილიყო საჯარიმოში, რადგან მას მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს.

ყველამ იცის, რომ ის დაცვითი სტილის ფეხბურთელია. მას სჭირდება საკუთარი თვისებების გამოვლენა და დამტკიცება, რომ ის უბრალოდ მცველი არ არის. დამერწმუნეთ აარონს ამის უნარები ნამდვილად აქვს." - განაცხადა ბრუნო ფერნანდეშმა

აარონ ვან-ბისაკა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2019 წელს გადავიდა და "ნიუკასლთან" მატჩი 22 წლის ფეხბურთელისთვის საიუბილეო 50-ე გამოდგა, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები