ვან დაიკისთვის სეზონი დასრულდა? - ლივერპულში ნერვიულობენ
Aa
Aa

ვან დაიკისთვის სეზონი დასრულდა? - ლივერპულში ნერვიულობენ

დღეს პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს "ევერტონი" და "ლივერპული" შეხვდნენ. მატჩის საწყის წუთებში ვან დაიკს ჯორდან პიკფორდი ეუხეშა, რის შედეგადაც ნიდერლანდელმა მე-11 წუთზე მინდორი დატოვა. მის ნაცვლად კი ჯო გომესი გამოვიდა. 

სპორტული გამოცემა "დეილი მეილი" საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ შესაძლოა ვან დაიკისთვის სეზონი დასრულებული იყოს. "მერსისაიდელების" მცველმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ინფორმაციას beinSPORT-იც გვამცნობს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად არაფერი გაჟღერებულა, "ლივერპულის" პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა რიჩარდ ქეიმ არასასიამოვნო განცხადება გააკეთა: "პირველადი დაკვირვების შემდეგ მყესების დაზიანება ჩანს და თუ დადასტურდა, რომ ვირჯილის ჯვარედინი მყესები გაწყვეტილია, მაშინ მას შვიდიდან რვა თვემდე მოუწევს უქმობა." 

აღსანიშნავია ისიც, რომ ტიაგო ალკანტარასაც მუხლის დაზიანება აღენიშნება, თუმცა ესპანელზე ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან თავი კინმა და კალვერ-ლევინმა გამოიჩინეს. სტუმრებიდან კი მოჰამედ სალაჰმა და სადიო მანემ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები