Aa Aa
17 ოქტომბერი 2020  |  14:58

დევდარიანის მორიგი ქველმოქმედება: 7-შვილიანი ოჯახის ბავშვს უფასოდ ავარჯიშებს

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ფეხბურთელობაზე მეოცნებე პატარა ილია ინდივიდუალური მომზადების ცენტრში, ''ფეოლაში'' უფასოდ მიიღო.

ილიას შესახებ სიუჟეტი გადაცემა ''სპორტის საათის'' ჟურნალისტმა მარიკო საველიძემ მოამზადა. სიუჟეტის ნახვის შემდეგ გადაცემაში სტუმრად მყოფმა გიორგი დევდარიანმა ილიას ''ფეოლაში'' კარი გაუღო: ''ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური მომზადების ცენტრი ''ფეოლა''. 9-დან 18-წლამდე ბავშვებს ვამზადებთ. არაერთი მონდომებული ბავშვი დადის ჩვენთან. დიდი სიამოვნებით მივიღებთ ამ პატარა ბიჭს''.

ამ თემაზე სოციალურ ქსელში UEFA-ს მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ დაწერა: ''ექვსშვილიან ოჯახში გაზრდილი გიორგი დევდარიანი თავადაც ოთხ შვილს ზრდის. ბავშვებს რომ ავარჯიშებდა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, სახლში მიჰყავდა და იქ აჭმევდა მშიერ პატარებს...ამასწინათ მარიკო საველიძის გადაცემაში ერთად მოვხვდით, გულთან ახლოს მიიტანა 7-შვილიანი ღონღაძეების ამბავი და პატარა ილო უფასოდ მიიღო ''ფეოლაში'', სადაც საგანგებო ვარჯიშები აქვს. მე და თაზო კვერნაძეც მცირედით შევეწიეთ ღონღაძეებს და ახლა საფეხბურთოდ ყველა ატრიბუტი აქვთ! ამიტომაც წამოვიყვანე ''მესხის“ გაზონზე, ნაკრებში რომ ითამაშებენ, აქედანვე შეეჩვიონ...''

მასალაში გამოყენებულია gff.ge-ს ფოტო

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში