„მუხლი კვლავ სტკივა, თუმცა სწორ გზაზე დგას
Aa
Aa

„მუხლი კვლავ სტკივა, თუმცა სწორ გზაზე დგას" - გენტის თავკაცმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა

„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვიმ დე დეკერმა ბელგიის ჩემპიონატის მე-9 ტურის წინ, გუნდში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ბელგიელმა სპეციალისტმა აქცენტი გიორგი ჩაკვეტაძეზეც გააკეთა და ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხო.

„ჩაკვეტაძე მუხლში ტკივილს კვლავ გრძნობს, თუმცა ტესტმა აჩვენა, რომ გამორიცხულია, მისი ტრავმა გაუარესდეს. მას ამ მუხლთან დაკავშირებული პრობლემების გამო რთული პერიოდის გამოვლა მოუწია და მისთვის ფსიქოლოგიური ასპექტი უმნიშვნელოვანესი გახლავთ. ჩაკვე სწორ გზაზე დგას, მაგრამ სრულად გამოჯანმრთელებული ჯერ არაა“, - ციტირებს დე დეკერის სიტყვებს hln.be.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჩაკვეტაძის აგენტმა, გოგა გახოკიძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ განაცხადა, რომ გიომ „ბეერსხოტთან“ საკუთარი სურვილით ითამაშა, რადგან ეროვნული ნაკრების მაისურით ბელარუსთან ასპარეზობა სურდა.

გახოკიძის თქმით, „ჩაკვეს“ მუხლთან შეუსივდა, თუმცა ეს არაა ის ტრავმა, რომლის გამოც გამოც ოპერაცია ჩაუტარდა და დიდი პერიოდი გამოტოვა. ცნობისთვის, ჩაკვეტაძე განაცხადში ვერ მოხვდა და „გენტის" მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები