გადადებული მატჩები -
Aa
Aa

გადადებული მატჩები - "ლოკომოტივში","იუნკერებში" და "დევებში" COVID-19 დაფიქსირდა

დიდი 10-ის ორი და პირველი ლიგის ერთი კლუბის თითო-თითო მორაგბეს COVID-19 დაუდგინდა, რის გამოც ამ კვირაში გასამართი სამი თამაში გადაიდო.

გადადებულია დიდი 10-ის „ა“ ჯგუფის მეორე ტურის ორი შეხვედრა – ‘ხარებს’ რუსთავში კიკეთის ‘იუნკერებისთვის’ 16 ოქტომბერს, ხოლო ‘ლელო-სარასენსს’ ‘ლოკომოტივისთვის’ 18 ოქტომბერს უნდა ემასპინძლა; ასევე გადაიდო პირველი ლიგის მესამე ტურის მატჩი ‘დევებსა’ და ‘ყაზბეგს’ შორის, რომელიც ასევე 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. 

ამის საშიშროება ბოლო  რვა თვის განმავლობაში სულ იყო. საფრანგეთში ტური არ არის, რომ ორი თამაში არ გადაიდოს და სამწუხაროდ, ვერც ჩვენ ავიცილეთ საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გუნდში არსებობს კოვიდ-მენეჯერი, რომელთაც სამჯერ ონლაინ და ორჯერ პირისპირ ჰქონდათ სემინარი, ვირუსის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. სამი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს – ‘ლოკომოტივში’, ‘იუნკერებში’ და ‘დევებში’. მოვუწოდებთ ყველას, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. ამ სიტუაციაში კოვიდ-მენეჯერბს უფრო მნიშვნელოვანი მოვალეობა აკისრიათ, ვიდრე გუნდების მთავარ მწვრთნელებს და ორშაბათს მათთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რათა მაქსიმალურად დავიცვათ თავი. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მატჩის გადადების საკითხი განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდი წარადგენს დადასტურებულ საბუთს, რომ ამა თუ იმ მოთამაშეს ვირუსი დაუდასტურდა. სატელეფონი ზარის, ან სხვა შემთხვევაში, საკითხი არც კი განიხილებაა“ – განაცხადა რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები