Aa
Aa

სანჩესი მადონინას დააკლდება? - ნაკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდა

მილანის „ინტერის“ ჩილელი შემტევი, ალექსის სანჩესი სანაკრებო შეკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდა.

ჩილეს ერთ-ერთი რადიოს ინფორმაციით, სანჩესმა კუნთის დაზიანება კოლუმბიასთან დაპირისპირებისას მიიღო და, დიდი შანსია, შაბათს გასამართ მილანურ დერბიში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

გამოცდილ შემტევს დაწვრილებითი სამედიცინო შემოწმება უახლოეს საათებში ჩაუტარდება, რის შემდეგაც მისი დაბრუნების დაახლოებითი თარიღი უფრო კონკრეტულად გვეცოდინება. ისე კი, ამჟამინდელი ვარაუდით, შესაძლოა, სანჩესს მინიმუმ 1 თვე დასვენება მოუწიოს.

ალექსის სანჩესმა ორივე სანაკრებო მატჩი კარგად ჩაატარა და ურუგვაისა და კოლუმბიის ნაკრებებს გაუტანა კიდეც. მას ნაკრების მაისურით უკვე 45 გოლი აქვს გატანილი და მისი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები