Aa
Aa

"მინდოდა წიგნი პოზიტიური ყოფილიყო" - ვენგერმა მოურინიო საკუთარ წიგნში არ ახსენა

ლონდონის "არსენალის" ლეგენდარულმა ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ბიოგრაფიული წიგნი სახელად "ჩემი ცხოვრება წითელში და თეთრში" დაწერა. ხსენებულ წიგნში ჟოზე მოურინიოზე აბსოლუტურად არაფერი წერია და ჟურნალისტებმა ამის თაობაზე ფრანგ სპეციალისტს კითხვა დაუსვეს.

"არ მინდოდა ჩემს წიგნში რაიმე განსხვავებული ხაზი ყოფილიყო. აქცენტი ძირითადად ფერგიუსონთან დუელზეა. რაც შეეხება მოურინიოს, ჩემს წიგნში მსურს, რომ ყველაფერი პოზიტიური იყოს. სერ ალექსთან უფრო მწვავე ორთაბრძოლები მქონდა." - განაცხადა ვენგერმა

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს "ჩელსისა" და "არსენალის" მატჩის დროს მოურინიომ და ვენგერმა იჩხუბეს და ერთმანეთს ხელითაც შეეხნენ.  ამ ინციდენტის შემდეგ ფრანგს პორტუგალიელი რბილად, რომ ვთქვათ გულზე აღარ ეხატება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟოზემ პრესკონფერენციაზე ვენგერს წარუმატებელი სპეციალისტი უწოდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ არსენმა მოურინიო საკუთარ ბიოგრაფიულ წიგნში არ შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერი "მეთოფეებს" 22 წლის განმავლობაში წვრთნიდა. "არსენალმა" ფრანგის მეთაურობით 3-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა. 1998, 2002 და 2004 წელს. აღსანიშნავია, რომ 2003/2004 წლების სეზონში "მეთოფეები" ისე გახდნენ ჩემპიონები, რომ მათი დამარცხება ვერცერთმა კლუბმა ვერ მოახერხა.

არსენმა "არსენალი" 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა, მაგრამ მისდა სამწუხაროდ "ბარსელონასთან" 1:2 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები