კაზემირო:
Aa
Aa

კაზემირო: "მსაჯები მეტ პატივისცემას იმსახურებენ"

მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა კაზემირომ პერუსთან გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მსაჯები უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებენ და უშეცდომო არავინ არის.

"მსაჯები უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებენ. ხანდახან შეიძლება შეცდომა დაუშვან, მაგრამ მათ ყოველთვის საუკეთესოს გაკეთება სურთ. ჩვენ ამაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. "ვარ" სისტემა დახმარებისთვის არის შექმნილი, არბიტრი კი გადაწყვეტილების მიღებისთვის. საჭიროა, რომ ჩვენ ყველა მეტი პატივისცემით მოვეპყროთ. შეცდომები ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან." - განაცხადა კაზემირომ

შეგახსენებთ, რომ კაზემიროს მონაწილეობით ბრაზილიის ნაკრებმა სტუმრად პერუ 2:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სელესაო" 2015 წლის შემდეგ არ დამარცხებულა. ბოლოს მათ ჩილეს ეროვნულ ნაკრებთან დათმეს შეხვედრა. "რეალის" ნახევარმცველს კი ბრაზილიელთა რიგებში 48 ჩატარებული მატჩი დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები