Aa
Aa

"დროა ჩვენი სამშობლო ვასახელოთ" - განაცხადა UFC-ის მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ

28 წლის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე UFC-ში სადებიუტო ბრძოლას 17 ოქტომბერს გამართავს და პოლონელ მებრძოლს, მატეუშ გამროტს დაუპირისპირდება.

შვედეთში მოღვაწე ქუთათელაძემ ქართველ ხალხს სოციალურ ქსელით მიმართა :

გაუმარჯოს ჩემს ქართველ ძმებს და დებს! მალე დროა ჩვენი სამშობლო ვასახელოთ. მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვღებულობ თქვენს მესიჯებს და ვკითხულობ. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ჩემს გულში ხართ

ცნობისთვის, გურამ ქუთათელაძეს კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. ქართველ მებრძოლს ოქტაგონი წაგებულის სტატუსით 2015 წლის შემდეგ არ დაუტოვებია და ზედიზედ 8-ჯერ იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები