განგაში იუვენტუსში - ყველა ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია
Aa
Aa

განგაში იუვენტუსში - ყველა ფეხბურთელი თვითიზოლაციაშია

ტურინის "იუვენტუსის" ოფოციალური ვებ-საიტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კლუბის ყველა ფეხბურთელი თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან მათ ფეხბურთელს ვესტონ მაკკენის კორონავირუსი დაუდგინდა.

მაკკენის თითქმის ყველა მოთამაშესთან ჰქონდა შეხება და ასეთი მკაცრი ზომები სწორედ ამიტომ მიიღეს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კლუბი დაწესებულ პროტოკოლს მიჰყვება და ასეთი გადაწყვეტილება ნაკლებად სახიფათოა. უკლებლივ ყველა ფეხბურთელი ჩაიტარებს კორონავირუსის ტესტს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ იზოლაციიდან გამოსვლას. რა თქმა ეს იმ შემთხვევაში თუ პასუხი უარყოფითი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელთა უმეტესი ნაწილი სანაკრებო ბატალიებზე იმყოფება და ამან გარკვეულწილად სიტუაცია შეამსუბუქა. შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს სტუმრად "კროტონეს" წინააღმდეგ გამართავს. კლუბს ყველაფრის დასარეგულირებლად მხოლოდ 3 დღე აქვს დარჩენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები