რონალდუმ წესები დაარღვია - პორტუგალიელმა კარანტინი დატოვა და ტურინში გაფრინდა
Aa
Aa

რონალდუმ წესები დაარღვია - პორტუგალიელმა კარანტინი დატოვა და ტურინში გაფრინდა

გუშინ 13 სექტემბერს ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდგინდა. პორტუგალიელი თვითიზოლაციაში გადავიდა და შესაბამისი მკურნალობა დაიწყო, მაგრამ როგორც დღეს გაირკვა კრიშტიანუმ პორტუგალია დატოვა და ტურინში გაფრინდა. რონალდუს კარანტინის გავლა იტალიაში სურს. ინფორმაციას სპორტული ჟურნალისტი ტანქრედი პალმერი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ახალი წესების თანახმად კარანტინის ვადა 10 დღეს ითვალისწინებს, პორტუგალიაში კი თოთხმეტს. 29 ოქტომბერს "ბებერი ქალბატონი" ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ბარსელონას" მასპინძლობს და დიდი ალბათობით სწორედ ამიტომ გაფრინდა რონალდუ იტალიაში, რადგან კარანტინში 14 დღის ნაცვლად 10 დღეს გაატარებს. ასე მას კატალონიელებთან და კონკრეტულად მესის წინააღმდეგ თამაში შეეძლება.

ნიშანდობლივია, რომ პორტუგალიის ნაკრებში კრიშტიანუს გარდა ინფიცირებული არცერთი სხვა ფეხბურთელი არ გახლავთ. ფერნანდუ სანტუსის შეგირდები დღეს თბილისის დროით 22:45-ზე "ერთა ლიგის" ეგიდით შვედეთს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები