Aa
Aa

"ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის" - ოზილი შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა

ლონდონის "არსენალის" შემტევმა ნახევარმცველმა მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოში ყველამ იცოდეს, რომ მთიანი ყარაბაღი იურიდიულად აზერბაიჯანის ნაწილია. ეს კი საერთაშორისოდ აღიარებული რამ გახლავთ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ეს ტერიტორია უსამართლოდ არის ოკუპირებული.

2008 წლის მარტში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სომხეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დაადასტურა. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, რომ ეს მოთხოვნა შეასრულონ, რადგან ეს ტერიტორია ოფიციალურად არის აღიარებული.

ვიზიარებ იმ აზრს, რომ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. მოდით მშვიდობისთვის და სამართლიანი მომავლისთვის ვიმუშავოთ. ორივე მხარეს გარდაცვლილი ადამიანი ყველასთვის დიდი დანაკარგია." - განაცხადა ოზილმა

შეგახსენებთ, რომ მესუთი თურქული წარმოშობის გახლავთ და როგორც ცნობილია თურქეთი მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანს უჭერს მხარს. ასევე ოზილმა თურქეთის ექს-პრეზიდენტის მუსტაფა ქემალის სიტყვები გაიმეორა: "აზერბაიჯანის პრობლემები  ჩვენი პრობლემებია, მათი სიხარული კი ჩვენი სიხარულაია.  ერთი ნაცია - 2 სახელმწიფო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები