Aa
Aa

"მიდი და ამათ დაეწიე" - ანუ უსაინ ბოლტი და ობამეიანგი ერთ გუნდში

ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი, საფეხბურთო კარიერის დაწყებას აპირებს. 

როგორც ირკვევა, მან გერმანულ "დორტმუნდთან" შეთანხმებასაც მიაღწია და სულ მალე გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება. 

"შემიძლია გითხრათ, რომ ეს ხუმრობა არაა, რომ ხანდახან ბოლტი ჩვენ გუნდთან ერთად ივარჯიშებს. ეს გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლტმა თხოვნით მოგვმართა. უკვე ვესაუბრეთ ტომაშ ტუხელსაც, რომელიც ამაში პრობლემას ვერ ხედავს".

"ასე რომ, ეს ლეგენდარული სპორტსმენი ჩვენი გუნდის წევრად უნდა ჩათვალოთ, თუმცა მასთან კონტრაქტი არ გაფორმდება. ეს ყველაფერი უბრალოდ მისდამი კარგი დამოკიდებულებისა და პატივისცემის გამოხატულებაა". - განაცხადა Kicker-თან საუბრისას "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატშკემ. 

30 წლის უსაინ ბოლტს 9 ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, მას 100 მეტრზე სირბილში მსოფლიო რეკორდიც ეკუთვნის, რომელიც აღნიშნული დისტანციის 9.58 წამში დაფარვას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები