Aa Aa
14 ოქტომბერი 2020  |  13:47

„შესაძლოა რინგი ცოცხალმა ვერ დავტოვო" - როი ჯონს ჯუნიორი ტაისონთან ბრძოლაზე

როი ჯონს ჯუნიორმა მაიკ ტაისონთან გასამართი ბრძოლის შესახებ ისაუბრა. 51 წლის მოკრივემ განაცხადა, რომ წინ რთული შერკინება ელის და დასძინა, რომ შესაძლოა, ყველაფერი ფატალურად დასრულდეს.

„როცა დარტყმას ისეთი ადამიანისგან იღებ, როგორიც მაიკ ტაისონია, გამორიცხული არაფერია და ყველაფერი შეიძლება დაგემართოს. მაიკი არაა მოკრივე, რომელსაც ჩვეულებრივი დარტყმა აქვს და რინგზე გასვლისას ამისთვის მზად უნდა იყო, რადგან საუბარი ტაისონზეა.

თუმცა სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ვიცი, რომ სიკვდილი ერთ-ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს. ისიც ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შანსი უფრო დიდია, რადგან ისეთი სახიფათო მოკრივის წინააღმდეგ გავდივარ, როგორიც მაიკ ტაისონია.

კრივი ძალიან მიყვარს და თუ კრივის გამო მოვკვდები, ბედნიერი ვიქნები. ზოგიერთი ადამიანი რინგს ცოცხალი ვერ ტოვებს, მაგრამ ამის შესახებ ჯერ კიდევ კარიერის სტარტზე ვიცოდი. ასე რომ, თუ 100 პროცენტით არ იხარჯები იმისთვის, რასაც აკეთებ, კრივზე არ უნდა ილაპარაკო“.

შეგახსენებთ, რომ „რკინის მაიკს“ 12 სექტემბერს როი ჯონსის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ბრძოლა 28 ნოემბრისთვის გადაიდო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში