ჯგუფის მთავარი მატჩი დიდი დანაკლისით - ნაკრები ასევე შესუსტებულ მაკედონიასთან სათამაშოდ მზადაა
Aa
Aa

ჯგუფის მთავარი მატჩი დიდი დანაკლისით - ნაკრები ასევე შესუსტებულ მაკედონიასთან სათამაშოდ მზადაა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრას დღეს, მაკედონიის წინააღმდეგ სკოპიეში გამართავს. "ჯვაროსნებმა" მზადების დასკვნითი ნაწილი ადგილზე გაიარეს.

გუშინ საღამოს, ვლადიმირ ვაისმა სავარჯიშო სესიაზე 23 ფეხბურთელი დატვირთა. როგორც ვიცით, ეროვნულ გუნდს მცირე ტრავმის გამო - თორნიკე ოქრიაშვილი, დისკვალიფიკაციის გამო კი ჯაბა კანკავა გამოაკლდნენ. მათ გარდა, დღევანდელ თამაშში მონაწილეობას ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია და გიორგი აბურჯანია ვერ მიიღებენ.

რაც შეეხება მაკედონიელთა დანაკლისს, მათ თავიანთი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, ენის ბარდის გარეშე თამაში მოუწევთ. ესპანური "ლევანტეს" ნახევარმცველი დისკვალიფიცირებულია, ისევე, როგორც ვისარ მუსლიუ, იგორ ანგელოვსკიმ განაცხადიდან ასევე ამოშალა ფერჰან ჰასანი და სტეფან სპიროვსკი. მათ ნაცვლად გუნდში 4 ახალი ფეხბურთელია გამოძახებული.

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო 5-5 ქულით ლიდერობენ, სომხეთს 4 ქულა აქვს, ესტონეთს - 1.

დღევანდელი მატჩი სკოპიეში, ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება. თამაშს პოლონელი ბარტოშ ფრანკოვსკი იმსაჯებს, მის პირდაპირ რეპორტაჟს კი "საქართველოს პირველ არხზე" ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები