„ხვიჩა ჩემი ტკივილია
Aa
Aa

„ხვიჩა ჩემი ტკივილია" - სიომინმა კვარაცხელიას ლოკომოტივიდან წასვლა გაიხსენა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. სიომინმა ქართველი ფეხბურთელის მიერ „რკინიგზელთა“ რიგების დატოვებასთან დაკავშირებით მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და განაცხადა:

„ვინ არის ფეხბურთელი, რომელზეც გული ყველაზე მეტად მწყდება? რა თქმა უნდა, ხვიჩა! კლუბს ორმა ადამიანმა, გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ისეთი ზიანი მიაყენეს, რომლის დათვლაც ძნელია.

ხვიჩა თავის ასაკში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია და ლოკომოტივში დარჩენა უნდოდა. ის ჩვენთან იჯარის წესით იყო და 100 პროცენტით დარწმუნებულნი ვიყავით, რომ უნდა გამოგვესყიდა. ახლა კი რეგულარული სათამაშო დრო აქვს და ოდესმე სხვა გუნდში აუცილებლად გადავა. ლოკომოტივმა კვარაცხელია დაკარგა. ხვიჩა ჩემი ტკივილია“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „რუბინს“ 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა და ყაზანურ კლუბს საკუთარი მომავალი 2024 წლამდე დაუკავშირა. „რუბინში“ ლეონიდ სლუცკის დანიშვნის შემდეგ, კვარაცხელიას როლი გაიზარდა და იგი რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები