Aa
Aa

"ჩვენ დიდი ხნის ცოლ-ქმარს ვგავართ" - აგუერო მესისთან ურთიერთობაზე

სერხიო აგუერომ მისი და ლიონელ მესის ურთიერთობის შესახებ ილაპარაკა და სახალისო კომენტარიც გააკეთა. მისი თქმით, მესი მათ ურთიერთობას დიდი ხნის ცოლ-ქმრის ურთიერთობას ადარებს.

„სანაკრებო შეკრებებისას ჩვენ ყოველთვის ერთ ნომერში ვრჩებით. მე მუდამ ტელევიზორთან წამოწოლილს მეძინება და როცა დილას ვიღვიძებ, იგი ბუზღუნს იწყებს. შემდეგ შხაპის მისაღებად გადის, მე კი ამ დროს ტელეფონზე ვსაუბრობ. დაბრუნებისას ისევ ბუზღუნებს და მახსენებს, რომ საჭმელად უნდა ჩავიდეთ და დრო არ გვაქვს.

როგორც ლეო ხუმრობს ხოლმე, ჩვენ დიდი ხნის დაქორწინებულ ცოლ-ქმარს ვგავართ“.

მესის სანაკრებო დებიუტი 2005 წელს შედგა, აგუერომ კი ეროვნულ გუნდში პირველად ერთი წლის შემდეგ ითამაშა. იმ პერიოდიდან მოყოლებული ფეხბურთელები პრაქტიკულად ერთად მოდიან.

„ალბისელესტემ“ გუშინ ბოლივიის ნაკრები სტუმრად დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ბრაზილიასთან ერთად 6 ქულით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები