ლა ლიგამ
Aa
Aa

ლა ლიგამ "ელ კლასიკოს" ზუსტი თარიღი დაასახელა

ლა ლიგამ მიმდინარე სეზონის პირველი "ელ კლასიკოს" ზუსტი თარიღი და დრო დაასახელა. "ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთს 24 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 18:00-ზე გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ როდესაც საქართველოში 18 საათია, ამ დროს ესპანეთში 16:00 გახლავთ, ანუ მატჩი დღისით ჩატარდება. რონალდ კუმანისთვის ეს პირველი "ელ კლასიკო" იქნება. უკანასკნელად ამ ორ გუნდს შორის მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და გამარჯვება(2:0) "სამეფო კლუბმა" ვინისიუს ჯუნიორის და მარიანო დიაზის გოლების წყალობით მოიპოვა.

გასული სეზონის პირველი მატჩი კი "ნოუ კამპზე" გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა. იმ დროს "ბლაუგრანას" ჯერ კიდევ ერნესტო ვალვერდე წვრთნიდა.

ბარსა და "რეალი" ლა ლიგაში მომავალ მატჩებს 17 ოქტომბერს ჩაატარებენ. "ბლანკოსი" "კადისს" უმასპინძლებს, ხოლო კატალონიელები "ხეტაფეს" ეწვევიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები