Aa
Aa

"ფეხბურთია, შე აბდალო" - ძალიან მაგარი პრომო კოლხეთი-გურიას მატჩზე

საქართველოს ეროვნული ლიგა 3-ის ეგიდით გასამართმა მატჩმა, ფოთის "კოლხეთი 1913"-ისა და ლანჩხუთის "გურიას" შორის, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია TV Tolia-ს ეთერში იგეგმება, რაც ტელეკომპანიამ ორიგინალური და სახალისო პრომოთი დაანონსა.

როგორც ხედავთ, პრომო ცნობილი ქართული ფილმის, "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"-ს ერთ-ერთ ეპიზოდზეა აწყობილი და მან სოციალურ სივრცეში დიდი მოწონება დაიმსახურა.

"კოლხეთი 1913" ეროვნული ლიგა 3-ს ლიდერობს და Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, "გურია" კი მე-7 ადგილზეა და გადასასვლელ პლეი-ოფის ზონას 5 ქულით ჩამორჩება.

მეგრულ-გურული დაპირისპირება 15 ოქტომბერს, 15:00 საათიდან დაიწყება. სტადიონზე მაყურებელი არ დაიშვება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "თოლიას" ეთერში შეგვიძლია ჩავუჯდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები