Aa
Aa

"არ ვიცით რონალდუ როგორ შევაჩეროთ" - კულუსევსკი პორტუგალიასთან მატჩზე

დეიან კულუსევსკი და კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსში" თანაგუნდელები მიმდინარე სეზონში გახდნენ. წარმოშობით შვედმა ფეხბურთელმა კარგად დაიწყო და ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ მოექცა. 14 ოქტომბერს შვედეთის ნაკრები პორტუგალიას "ერთა ლიგის" ეგიდით დაუპირისპირდება. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კულუსევსკიმ ისაუბრა და განაცხადა, რომ არ იცის კრიშტიანუ როგორ უნდა გააჩერონ.

"არ არსებობს არავინ ვინც მას შეაჩერებს. თუ კრიშტიანუს კარგი დღე აქვს, მატჩში ყველაფრის გადაწყვეტა თავად შეუძლია. წინა შეხვედრაში მისი გაჩერება ვერ შევძელით, მაგრამ ოთხშაბათს მეორე შანსი გვექნება.

ვიმეორებ, არ ვიცი როგორ უნდა გავაჩეროთ რონალდუ. ალბათ მის მიმართ აგრესიულები უნდა ვიყოთ და წნეხში მოვაქციოთ. მე მითამაშია აგრესიული მცველების წინააღმდეგ და ვიცი როგორ ხდება ეს, მაგრამ კრიშტიანუს შემთხვევაში შეიძლება ამან არ გაამართლოს." - განაცხადა კულუსევსკიმ

როგორც უკვე მოგახსენეთ 14 ოქტომბერს "ერთა ლიგაზე" პორტუგალია შვედეთს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება. A დივიზიონის მესამე ჯგუფს საფრანგეთი და პორტუგალია 7 ქულით ლიდერობენ. რაც შეეხებათ შვედებს, მათ სამივე შეხვედრა წააგეს და 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ ორი ნაკრების უკანასკნელ დაპირისპირებაში, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართა, კრიშტიანუ რონალდუმ შვედეთს დუბლი შეუსრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები