მესიმ
Aa
Aa

მესიმ "ბარსელონას" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა!

ესპანური პრესის ინფორმაციით, კატალონიური "ბარსელონა" მესისთან კონტარქტის გახანგრძლივების თაობაზე, მოლაპარაკებები დაიწყო.

თუმცა როგორც ირკვევა, პირველადი შეთავაზება, მისი არასასურველობის გამო, არგენტინელმა უარყო და კლუბს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი შეუთვალა.

მიუხედავად ყველაფრისა, ჯერჯერობით "ბარსას" გულშემატკივრებს შიშის საბაბი არ აქვთ, რადგანაც კატალონიური გამოცემების თქმით, ეს მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვა იყო და კლუბი ამ საკითხს გაცილებით სერიოზულად იანვარში მიუბრუნდება. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ 29 წლის მესის "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურება. 

 

მომზადებულია barcalens.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები