Aa
Aa

"თუ გავიტან ხელმძღვანელობას შეტყობინებას გავუგზავნი" - სუარესი ბარსელონასთან მატჩზე

ლუის სუარესმა 6 წლიანი კატალონიური კარიერა დაასრულა და სათამაშოდ მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა. 22 ნოემბერს "ბარსელონა" "როხიბლანკოს" ესტუმრება. ამასთან დაკავშირებით ურუგვაელმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა.

"როდესაც კუმანმა მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდიოდი, ეს მე რამდენიმე დღით ადრე ვიცოდი. ხელმძღვანელობამ ნიდერლანდელის პოზიცია დაიჭირა და საბოლოოდ "ბარსელონამ" მე და ჩემს ოჯახს გული გვატკინა. სანამ კლუბს დავტოვებდი მაქსიმალურად ვცდილობდი ვარჯიშებზე ბედნიერი ვყოფილიყავი, მაგრამ მარტო ყოფნისას მუდამ სევდიანი ვხდებოდი.

გუნდში ასპარეზობისას არაერთხელ ვთქვი, რომ ბარსას ახალგაზრდა თავდამსხმელი სჭირდებოდა, რომელიც ნელ-ნელა ჩამანაცვლებდა, მაგრამ არავინ მომისმინა. იმ შემთხვევაში თუ ჩემს ყოფილ კლუბს გოლს გავუტან, დიდ სიხარულს არ გამოვხატავ, მაგრამ ხელმძღვანელობას გარკვეულ შეტყობინებას გავუგზავნი." - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესმა "ბარსელონას" მაისურით 283 შეხვედრა ჩაატარა და 198 გოლი გაიტანა. "ატლეტიკოში" დებიუტი კი შესანიშნავი გამოუვიდა და კლუბის ისტორიაშიც შევიდა. 

ურუგვაელი თავდამსხმელი "გრანადასთან" მატჩში დიეგო კოშტას ნაცვლად 70-ე წუთზე გამოჩნდა. 20 წუთის განმავლობაში ლუისმა ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ასეთი რამ "როხიბლანკოს" ისტორიაში, სადებიუტო მატჩში, არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია. 33 წლის თავდამსხმელმა გოლი, "რეალის" ყოფილ ნახევარმცველს მარკოს ლორენტეს გაატანინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები