საქმიანი შეხვედრები - ქუთაისის
Aa
Aa

საქმიანი შეხვედრები - ქუთაისის "ტორპედომ" რეგიონის მაღალჩინოსნებს უმასპინძლა

ქუთაისის „ტორპედოს“ იტალიელი მფლობელი ფაბიო მანინო საქართველოში იმყოფება და საქმიან შეხვედრებს მართავს.

კლუბის სამწრთნელ ბაზას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი ეწვივნენ.

აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა კლუბთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

ასევე ტორპედოს ახალი  სპორტული დირექტორი გიორგი შენგელია ყავს.ის კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას შვილია. საფეხბურთო კარიერა სწორედ ტორპედოში დაიწყო და გუნდის ღირსებას 5 სეზონის განმავლობაში იცავდა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.

შეგახსენებთ,რომ Crystalbet ეროვნულ ლიგაში ქუთაისური კლუბი 13 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

17 ნოემბერს ჩემპიონატის მე-13 ტურში „ტორპედო“ შინ თბილისის „მერანს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები