Aa
Aa

არის 91-ე! - ჰემილტონმა შუმახერის რეკორდი გაიმეორა

ლუის ჰემილტონმა აიფელის გრან-პრი მოიგო და ლეგენდარული მიხაელ შუმახერის მიერ დამყარებული ფორმულა 1-ის ყველა დროის რეკორდი გაიმეორა.

ბრიტანელმა პილოტმა გუშინდელი რბოლა სტაბილურად ჩაატარა და კონკურენტებს დამაჯერებლად აჯობა. მეორე პოზიციაზე - „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი, ხოლო მესამეზე „რენოს“ პილოტი დანიელ რიკიარდო გავიდა.

შედეგად, ჰემილტონმა კარიერაში 91-ე რბოლა მოიგო და შუმახერს გაუთანაბრდა. სიმბოლურია, რომ გუშინდელი რბოლის შემდეგ ბრიტანელს მთავარი პრიზი „შუმის“ ვაჟმა, მიკ შუმახერმა გადასცა.

სეზონის საერთო ჩათვლაში ჰემილტონი 230 ქულით ლიდერობს, მისსავე თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს 161 ქულა აქვს, მაქს ფერსტაპენის აქტივში კი 147 ქულაა.

კონსტრუქტორთა დავასი „მერსედესი“ უდიდეს უპირატესობას ფლობს, 391 ქულა აქვს და „რედ ბულს“ მთელი 180 ქულით უსწრებს.

ჰემილტონს შუმახერის რეკორდის გაუმჯობესების შანსი 25 ოქტომბერს მიეცემა, როცა ფორმულა 1-ის საუკეთესო პილოტები ერთმანეთს პორტუგალიის გრან-პრიზე შეეჯიბრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები