რობინიო დაბრუნდა! - ბრაზილიელი სანტოსში სიმბოლურ ხელფასს დათანხმდა
Aa
Aa

რობინიო დაბრუნდა! - ბრაზილიელი სანტოსში სიმბოლურ ხელფასს დათანხმდა

გუშინ სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილ ვარსკვლავს რობინიო დე სოუზას სამშობლოში კონკრეტულად კი "სანტოსში" სურდა დაბრუნება. ამასთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა და დღეს უკვე ვიგებთ, რომ ვეტერანი შემტევი "სანტოსს" შეუერთდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი აცხადებდა, რომ თანახმა იყო ხელფასის სახით თვეში 2 დოლარი მიეღო, რადგან კლუბს ფინანსური კრიზისი აქვს. ორლანდო როლომ კი მას 230 ევრო დაუნიშნა. ხელშეკრულება 5 თვის ვადით გაფორმდა და ამ პერიოდის გავლის შემდეგ მხარეები ახალ კონტრაქტზე ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ რობინიოს უკანასკნელი კლუბი "ბასაქშეჰირი" იყო. 36 წლის ფეხბურთელი თურქულ კლუბს 2018 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 43 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები