პორტუგალია - ესპანეთის მატჩის პარალელურად რონალდუს სახლი გაძარცვეს
Aa
Aa

პორტუგალია - ესპანეთის მატჩის პარალელურად რონალდუს სახლი გაძარცვეს

მაშინ, როცა პორტუგალიის ნაკრები ესპანეთთან ამხანაგურ მატჩს მართავდა, პარალელურად მადეირაზე კრიშტიანუ რონალდუს სახლი გაძარცვეს.

ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქში მდებარე სახლში მძარცველები ავტოფარეხის გატეხვის შემდეგ შეიჭრნენ და რონლდუს პირადი ნივთები წაიღეს. ამ მომენტისთვის ზარალის შესახებ მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ეს ერთგვარი ნაცადი ხერხია, როცა ფეხბურთელს მატჩი აქვს, პარალელურად მის სახლს ძარცვავენ ხოლმე. ევროპაში მსგავსი რამ საკმაოდ ბევრ ცნობილ მოთამაშეს შეემთხვა.

როგორც ჩანს, კრიშტიანუს სახლის ყველაზე დაუცველი წერტილი ავტოფარეხი იყო. კამერებმა მძარცველები დააფიქსირეს და ისინი გაშიფრეს კიდეც. ამჟამად მათი ძებნა მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები