თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა!
Aa
Aa

თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა!

23 წლის ქართველმა მებრძოლმა ილია თობურიამ UFC-ში თავისი სადებიუტო ბრძოლა გამართა და გამარჯვებით დაასრულა!

მისი მეტოქე მაროკოელი „ეშმაკი“ იუსუფ ზალალი იყო, რომელსაც დღევანდელ ბრძოლამდე 12 ბრძოლიდან მხოლოდ 2 ჰქონდა წაგებული.

თოფურიასა და ზალალის ჯახი „მეინ ქარდში“, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლების ნაწილში გაიმართა. თოფურია ლევან მაყაშვილისა და მერაბ დვალიშვილის შემდეგ პირველი ქართველია, ვისი ბრძოლაც „მეინ ქარდში“ გაიმართა.

შეხვედრა შედარებით თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა პირველი ორი რაუნდის ჯამში ილია თოფურიას უპირატესობა ჰქონდა.

თოფურიამ მეტოქე პარტერში რამდენიმეჯერ გადაიყვანა. მე-3 რაუნდიდან ქართველს დაღლა დაეტყო, თუმცა გაძლო და საბოლოოდ მსაჯებმა გამარჯვება მას მისცეს.

ამრიგად, ილია თოფურია UFC-ში გახდა მე-6 ქართველი მებრძოლი, რომელმაც გამარჯვების გაფორმება მოახერხა. მას კარიერაში მარცხი ჯერჯერობით არ უგემია. ჩატარებული 9 ბრძოლიდან ყველა მათგანი მოგებული აქვს.

თოფურიამ ამ გამარჯვების შედეგად, ჯამში $23,500 დოლარი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები