ფედერიკო იგუაინი ინტერ მაიამიში - ძმები ერთად შეუტევენ
Aa
Aa

ფედერიკო იგუაინი ინტერ მაიამიში - ძმები ერთად შეუტევენ

დევიდ ბექჰემის კლუბში საინტერესო სიახლეა. გონსალო იგუაინის ძმა, ფედერიკო იგუაინი "ინტერ" მაიამიში გადავიდა. 35 წლის არგენტინელი საკუთარ ძმასთან ერთად ითამაშებს. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ გონსალოც მიმდინარე სეზონში შეუერთდა მაიამის. კლუბმა ფედერიკოში 50 000 დოლარი გადაიხადა. "პიპიტას" ძმა უნივერსალური მოთამაშეა. მას როგორც თავდასხმაში, ასევე ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში.

ფედერიკო იგუაინი ამერიკის ჩემპიონატში 2012 წლიდან ასპარეზობს და შესანიშნავი შედეგიც აქვს. მან ჯერ "კოლუმბუს ქრიუში" დაიწყო თამაში, ხოლო შემდეგ "დისი იუნაიტედში" გადავიდა. "ქრიუში" მან 7 სეზონის განმავლობაში 210 შეხვედრა ჩაატარა და 59 გოლი გაიტანა. რაც შეეხება "დისის" აქ მხოლოდ 10 მატჩი და 2 გოლი. საგულისხმოა ისიც, რომ ფედერიკომ ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთად 68 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემის კლუბი აღმოსავლეთ კონფერენციაში 14 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 14 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება. 4 გამარჯვება, 2 ფრე და 10 წაგება. ასეთია "ინტერ მაიამის" მონაგარი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები